პროექტის მოკლე აღწერა : სხვადასხვა ხალხურ ზღაპარში გამოყენებული მუსიკალური საკრავების შესახებ მასალების მოძიება, მუსიკის როლის განსაზღვრა ზღაპრებში.
პროექტის სრული აღწერა: ქართული ხალხური სამუსიკო კულტურა სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის, რაზეც მიუთითებს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული გათხრები და ამის შედეგად ნაპოვნი სხვადასხვა მუსიკალური საკრავები.მათ შორის უძველესია მცხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სალამური,ჩანგი, რომელიც ძვ-აღ-ით VI საუკუნეშია აღმოჩენილია.სიმებიანი საკრავებიდან შემორჩენილია ფანდური აღმოსავლეთ და ჩონგური დასავლეთ საქართველოში.მოსწავლეები გაეცნობიან ქართულ ხალხურ საკრავებს,დააკავშირებენ მათ ქართულ ხალხურ ზღაპრებთან, სადაც სწორედ ეს საკრავებია წინ წამოწეული, რითაც ხაზგასმულია მუსიკის როლი,დამოკიდებულება ადამიანსა და ცხოველს შორის ზღაპარში ,, მეჩონგურე'', სადაც მეჩონგურემ ჩონგურზე სიმღერითგული მოულბო სასტიკ გველეშაპს და უკვდავების ვაშლი დაიმსახურა, ,,წიქარა''-სადაც სალამურის ხმით მოჯადოვებულია ხელმწიფე...
მოსწავლეები მოახდენენ დაკვირვებას ზღაპარზე, როგორც ლიტერატურულ ჟანრზე, გაიხსენებენ მუსიკალურ ნაწარმოებთან დაკავშირებული ზღაპრებს , განავითარებენ მუსიკის მოსმენის უნარ- ჩვევის, საკუთარი შთაბეჭდილებების გადმოცემის უნარს.
მონაწილეთა ასაკი: 7-10
ვადები- ნებისმიერი 2 თვე , სასწავლო წლის დამთავრებამდე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება ლიტერატურიდან, ხალხური საკრავების გაცნობა, ფრაგმენტის მოსმენა სალამურისა და ჩონგურის ჟღერადობით, ხატვა,პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები გაეცნობიან მუსიკალური საკრავების ისტორიას, მოიძიებენ ინფორმაციას მუსიკალური ინსტრუმენტების შესახებ, გამართავენ თეტრალურ წარმოდგენებს ხალხური მუსიკალური საკრავების გამოყენებით, გაიუმჯობესებენ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება-დასაბუთების, ფანტაზიის უნარს, მოყვებიან მუსიკალურ
ნაწარმოებთან დაკავშირებულ ზღაპარს,ისტორიას,
გაიხსენებენ ნაწარმოების პერსონაჟის მსგავს გმირს
და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
სარგებელი სხვისთვის: გაეცნობიან მუსიკალური საკრავების ისტორიას, მუსიკის როლს ადამიანის ცხოვრებაში.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან კავშირი: ხელოვნება, მუსიკა.
ხელოვნება : ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაცნობა:
( ლიტერატურის ჟანრიდან-ზღაპარი, მუსიკა, ხა
ტვა), ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობისას
წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა,
მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში
ფოტოების, ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია.
მუსიკა: ინფორმაციას მოსმენილი ნაწარმოების შესახებ ა-
კავშირებს ყოველდღიურობასთან , ამოიცნობს
ზოგიერთ მუსიკალურ საკრავს.
პროექტის ფასილიტატორი: ვერიკო სომხიშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: verka39@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http.icttrainingveriko.blogspot.com